მონაცემთა ანალიტიკა

დიდი მოცულობის მონაცემებს მცირე ფასი ექნება თუ მონაცემთა ანალიტიკოსი არ დაამუშავებს. მონაცემთა დამუშავება, ანალიზი, ვიზუალიზაცია, უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად. თქვენ დიდ მონაცემებთან იმუშავებთ SQL, Python, და Power BI-ის გამოყენებით, ისწავლით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ანალიტიკაში. კურსის შედეგად გაგივითარდებათ სხვადასხვა სახის მონაცემებთან მუშაობისა და მათგან მნიშვნელოვანი მიგნებების პოვნის უნარი. შეძლებთ ნებისმიერი ბიზნესისთვის (რომელიც ინახავს მონაცემებს) ღირებულ კადრად ჩამოყალიბებას და ამ სფეროში მონდომებისამებრ დასაქმებას.

ფორმატი


ლექციები წარიმართება ონლაინ სამშაბათს და ხუთშაბათს 20:00 საათზე.
შემდეგი ნაკადის დასაწყისი – 5 მაისი

ხანგრძლივობა


3 თვე. 22 ლექცია, კვირაში 2-ჯერ. თითო ლექციის ხანგრძლივობა – 2 საათი

შედეგები


კურსის შედეგად ჩამოყალიბდებით სრულფასოვან მონაცემთა ანალიტიკოსად, თამამად გავგზავნით აპლიკაციებს ჯუნიორ და მიდლ პოზიციებზე

თამაზ თევზაძე

თაზო პროფესიით ფინანსისტია, სხვადსხვა დროს მუშაობდა ისეთ სფეროებში როგორიცაა: აუდიტი, განათლება, ლოჯისტიკა, ERP სისტემები, საბანკო და საფიანსო სექტორი. ვინიადან ის დაინტერესებული იყო ტექნოლოგიური სფეროთი, 27 წლის ასაკში გადაწყვიტა სფეროს შეცვლა. შეისწავლა პროგრამირება და დიდი მონაცემების დამუშავების სხვადასხვა ხელსაწყოები. შედეგად მან ტექნიკური საკითხების ნულიდან სწრაფად შესწავლის საკუთარი მეთოდოლოგია შეიმუშავა, რომელსაც კურსის განმავლობაში გაგიზიარებთ. ლექციებზე ტექნიკური ცოდნის გარდა, თაზო გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ შეისწავლოთ ახალი ხელსაწყოები ნულიდან, როგორ განავითაროთ საკუთარი უნარები და მივაღწიოთ წარმატებას ნებისმიერ ასაკში.

მესამე წელია იგი საქართველოს ბანკში უფროსი მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას იკავებს. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე მანქანური დასწავლისა და ანალიტიკურ პროექტში. სადაც მონაცემების ანალიზს, ინტერპრეტირებას,  დასაწყობებას, ავტომატიზაციას, ვიზუალიზაციასა და პერფორმანსის ოპტიმიზაციას, რაც ბიზნესს მონაცემებზე დამყარებული გააწყვეტილებების მიღებაში ეხმარებოდა. თამაზი ფლობს ისეთი ხესაწყოების სერტფიკატებს როგორიცაა: Power BI, DAX, SQL, Python, Pyspark, Power automate.

P.S. კურსის დაწყებამდე თუ რაიმე გაინტერესებთ, ჩანიშნეთ შეხვედრა თაზოსთან. სიამოვნებით გაგესაუბრებათ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

ინფორმაცია კურსის შესახებ

რას ვისწავლი?

ისწავლი დიდ მონაცემებთან მუშაობას Python, SQL-ის გამოყენებით, Power BI-ში დეშბორდების აწყობას, Excel-ისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მონაცემთა ანალიტიკისთვის და სტატისტიკას.

მათემატიკა კარგად უნდა ვიცოდე?

შეგეძლება გაიარო მათემატიკის გასამეორებლად მოკლე კურსი. სხვამხრივ, მონაცემთა ანალიტიკის კურსი მოგცემს ყველა საჭირო ცოდნას. ჩვენ ვასწავლოთ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს სტატისტიკაში, პითონსა და SQL-ში.

რის გაკეთებას შევძლებ? რაში გადამიხდის დამსაქმებელი ფულს?

მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება გადამწყვეტია ბიზნესის წარმატებისთვის. თქვენ შეძლებთ დაეხმაროთ ორგანიზაციებს ოპერაციების ოპტიმიზაციაში, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ახალი ზრდის შესაძლებლობების გამოვლენაში. მონაცემებზე დაფუძნებული პროექტებით კომპანიას შეუძლია მილიონობით შემოსავალი მიიღოს, ამიტომ არ დაენანებათ თქვენთვის საამაყო ანაზღაურების გადახდა.

სად დავსაქმდები?

სტარტაპებს, მსხვილ კორპორაციებსა და სამთავრობო უწყებებს, ყველას ესაჭიროებათ მონაცემთა ექსპერტიზა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ჩვენ გვაქვს წვდომა 1000-ზე მეტ ქართულ და უცხოურ კომპანიასთან, რომლებიც ამ სფეროში ასაქმებენ ქართველებს. მაქსიმალურად გიჯიკებთ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გაგზავნისკენ და მოგამზადებთ ინტერვიუებისთვის, დანარჩენი თქვენს მონდომებასა და გამართლებაზეა დამოკიდებული 😉

კურსის ღირებულება

ნაწილობრივი წვდომა

200 თვეში/3 თვე

✓ ლექციების ვიდეო-ჩანაწერები
✓ დავალებების მიმოხილვა და შესწორება
✓ ქვიზები
✓ შეხვედრები პრობლემური საკითხების გასარჩევად
✓ ფინალური პროექტი & სერტიფიკატი


სრული წვდომა

400 თვეში/3 თვე

✓ სრული წვდომა კურსის ყველა მასალაზე
✓ ინტერაქტიული Live ლექციები
✓ ვაკანსიების რეკომენდაციები & მენტორინგი
✓ გასაუბრებებისთვის მომზადება
✓ დავალებების მიმოხილვა და შესწორება
✓ ქვიზები
✓ ფინალური პროექტი & სერტიფიკატი