ფორმატი
ლექციები წარიმართება ონლაინ ორშაბათს და ოთხშაბათს 20:00 საათზე.
შემდეგი ნაკადის დასაწყისი – 13 აპრილი
ხანგრძლივობა
5 თვე. 40 გაკვეთილი. კვირაში 2-ჯერ. თითო ლექციის ხანგრძლივობა – 2 საათი
შედეგები
კურსის შედეგად შეძლებთ მონაცემთა მეცნიერების პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობას და მონდომებისამებრ ამ სფეროში დასაქმებას
რატი ფორჩხიძე
რატი არის მონაცემთა მეცნიერი და ლექტორი მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილებით კვლევით, ფინანსურ და კიბერუსაფრთხოების სფეროებში. რატის ამ სფეროში უმუშავია სილიკონ ველის ფონდში, რომელიც აფინანსებდა ყველაზე დიდი აქსელერატორის (Y Combinator) სტარტაპებს. ამჟამად საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კომპანიაში მუშაობს მონაცემთა მეცნიერად, მანამდე კი მუშაობდა საქართველოს ბანკში.
P.S. კურსის დაწყებამდე თუ რაიმე გაინტერესებთ, ჩანიშნეთ შეხვედრა ჩემთან. სიამოვნებით გაგესაუბრებით თქვენთვის საინტერესო საკითხებზე:
ინფორმაცია კურსის შესახებ
ისწავლი დიდ მონაცემებთან მუშაობას Python-ისა და SQL-ის გამოყენებით, მოდელების შექმნასა და მანქანური სწავლების ალოგირთმებს. შეძლებ მონაცემთა მეცნიერების პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობას.
შეგეძლება გაიარო მათემატიკის გასამეორებლად მოკლე კურსი. სხვამხრივ, მონაცემთა მეცნიერების კურსი მოგცემს ყველა საჭირო ცოდნას. ჩვენ ვასწავლოთ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მანქანურ სწავლებაში, პითონსა და SQL-ში.
მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება გადამწყვეტია ბიზნესის წარმატებისთვის. თქვენ შეძლებთ დაეხმაროთ ორგანიზაციებს ოპერაციების ოპტიმიზაციაში, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ახალი ზრდის შესაძლებლობების გამოვლენაში. მონაცემებზე დაფუძნებული პროექტებით კომპანიას შეუძლია მილიონობით შემოსავალი მიიღოს, ამიტომ არ დაენანებათ თქვენთვის საამაყო ანაზღაურების გადახდა.
სტარტაპებს, მსხვილ კორპორაციებსა და სამთავრობო უწყებებს, ყველას ესაჭიროებათ მონაცემთა ექსპერტიზა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ჩვენ გვაქვს წვდომა 1000-ზე მეტ ქართულ და უცხოურ კომპანიასთან, რომლებიც ამ სფეროში ასაქმებენ ქართველებს. მაქსიმალურად გიჯიკებთ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გაგზავნისკენ და მოგამზადებთ ინტერვიუებისთვის, დანარჩენი თქვენს მონდომებაზე და გამართლებაზეა დამოკიდებული 😉
კურსის ღირებულება
ნაწილობრივი წვდომა
✓ ლექციების ვიდეო-ჩანაწერები
✓ დავალებების მიმოხილვა და შესწორება
✓ ქვიზები
✓ შეხვედრები პრობლემური საკითხების გასარჩევად
✓ ფინალური პროექტი & სერტიფიკატი
სრული წვდომა
✓ ვაკანსიების რეკომენდაციები & მენტორინგი
✓ სრული წვდომა კურსის ყველა მასალაზე
✓ ინტერაქტიული Live ლექციები
✓ გასაუბრებებისთვის მომზადება
✓ დავალებების მიმოხილვა და შესწორება
✓ ქვიზები
✓ ფინალური პროექტი & სერტიფიკატი




