პითონი

რატომ პითონი? პითონის ცოდნა გზას გიხსნით მრავალი კარიერისკენ. თუ ვებ-დეველოპერობა გინდათ, პითონს გამოიყენებთ საიტების back-end ის შექმნაში. გაინტერესებთ ხელოვნური ინტელექტი? პითონი ერთ-ერთი წამყვანი ენაა ამ მიმართულებით. მონაცემთა მეცნიერება გიზიდავთ? პითონით შეძლებთ უზარმაზარი ინფორმაცია უსწრაფესად დაამუშაოთ. სამსახურში რუტინულ საქმეებს აკეთებთ? პითონი დაგეხმარებათ მოსაწყენი ,,თასქების” ავტომატიზებაში… და, რაც მთავარია, პითონის სინტაქსი საკმაოდ მარტივია. ეს პროგრამული ენა ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც კოდის ერთი ხაზიც არასდროს დაუწერია.

ფორმატი


დასაწყისი – 4 დეკემბერი
ლექციები წარიმართება ონლაინ ორშაბათს და პარასკევს 20:00 საათზე

ხანგრძლივობა


3 თვე. 24 გაკვეთილი. კვირაში 2-ჯერ. თითო ლექციის ხანგრძლივობა – 2 საათი

შედეგები


კურსის ბოლოს შეძლებთ საშუალო სირთულის პროექტების დამოუკიდებლად შესრულებას

გიგი ჩაკაბერია

მე ვარ გიგი. პითონის ენთუზიასტი და მენტორი. 5 წელზე მეტია საგანმანათლებლო საქმიანობით ვარ დაკავებული და ძალიან მომწონს ეს საქმე.

ამ კურსით მსურს, პითონის სწავლა სასიამოვნო პროცესად ვაქციო მრავალი ადამიანისთვის.

ვფიქრობ, პროგრამირება ძალიან სახალისო აქტივობაა, მაგრამ სწავლის გზაზე ბევრი ბუნდოვანებაც გვიგროვდება. ჩემი — როგორც მენტორის — როლი სწორედ ამ გაუგებარი საკითხების მარტივ ენაზე ახსნა იქნება.

P.S. კურსის დაწყებამდე თუ რაიმე გაინტერესებთ, ჩანიშნეთ 15 წუთიანი (ან მეტი — როგორც დაგვჭირდება) შეხვედრა ჩემთან. სიამოვნებით გაგესაუბრებით თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

ინფორმაცია კურსის შესახებ

რას ვისწავლი?

თუ პროგრამირებასთან შეხება არასდროს გქონია, ჩათვალე, დამწყებების მიმართ ყველაზე მეგობრული ენით იწყებ პირველი ნაბიჯების გადადგმას. პითონს აქვს თითქმის ყველაფერი, რაც გჭირდება: არის მძლავრი, არის მრავალფეროვანი, არის პოპულარული, და არის მარტივი.

შენ ამ კურსზე ისწავლი პითონის საბაზისო ელემენტებს, აიღებ ჰარვარდის სერტიფიკატს და ასევე აიღებ ჩვენს – ScaleUp-ის სერტიფიკატსაც. ამას გარდა, შექმნი 20-ზე მეტ პროექტს, რითაც დამსაქმებელს აჩვენებ, რომ შეგიძლია პითონით მუშაობა. ნუ შეგეშინდება, მარტო არ ხარ. მენტორი ყველაფერში დაგეხმარება.

ძალიან ჭკვიანი უნდა ვიყო?

არა. ვარჯიშით ყველაფერი ,,დამუღამებადია”. მითია, რომ პროგრამირებას კანტის ასკეტიზმი, აინშტაინის კრეატიულობა და ნიუტონის გენიოსობა სჭირდება. Anders Ericsson-ი თავის წიგნში, ,,Peak” დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ სწორი ვარჯიშით ნებისმიერი მიმართულებით გექნებათ დამაკმაყოფილებელი პროგრესი, იქნება ეს 40 ნიშნა რიცხვის დამახსოვრება ერთი ცდით, თუ საიტების back-end ის შექმნა პითონით. ამ თემაზე ლექციებზეც ბევრჯერ ვისაუბრებთ, რათა თქვენი მოტივაცია არ დაეცეს.

რამდენი ხანი სჭირდება პითონის შესწავლას?

ფილმი ,,მატრიცა” ალბათ გახსოვთ, მორფეუსი რომ ორი აბიდან ერთ-ერთის არჩევას სთხოვს ნეოს. თუ ლურჯ აბს აირჩევს, დარჩება სიმულირებულ სამყაროში და ვერ გაიგებს სიმართლეს გარესამყაროს შესახებ. წითელი აბის არჩევის შემთხვევაში კი შეეძლება ეზიაროს ცოდნას; მათ შორის, უსიამოვნო ცოდნასაც სამყაროს შესახებ.

ბევრი სასწავლო ცენტრი ამ კითხვაზე ლურჯი აბის არჩევას გთავაზობთ. ,,ისწავლე პროგრამირება 3 კვირაში”, ,,დაიწყე სამსახური მე-2 კვირაში” და ა.შ.

და ამ დროს, თავად პითონის დეველოპერები ამბობენ, რომ ყოველ დღე რაღაც ახალს სწავლობდნენ მათი, დავუშვათ, 10 წლიანი კარიერის განმავლობაში.

ჰო, პროგრამირება საკმაოდ დიდი თემაა. ბევრი რამ თქვენს მონდომებაზეცაა დამოკიდებული. მე მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი შემიძლია გაგიზიაროთ. პითონის საფუძვლების სწავლას, ვფიქრობ, 3 თვე სჭირდება. მაგრამ განვითარება აქ ნამდვილად არ სრულდება. შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი, ალბათ, Django-ს უფრო სიღრმისეულად შესწავლა იქნება, რომელიც პითონზე დაფუძნებული framework-ია და ვებსაიტების back-end ის აწყობაში შესანიშნავ სამსახურს გაგვიწევს. ამ კურსზე Django-ს საფუძვლებსაც ვისწავლით ცოტაოდენ front-end-ის ტექნოლოგიებთან (HTML, CSS, HTMX, AlpineJS) ერთად.

რა პროექტებს გავაკეთებთ კურსის განმავლობაში?

შევქმნით ამინდის პროგნოზის ვებ-საიტს, ვალუტის მაკონვერტირებელ სერვისს, ჩატბოტებს, QR code-ის გენერატორს, ,,ჯეირანის” თამაშს, ლეგენდარულ თამათ – Snake-ს, პაროლის მაგენერირებელს… ვისწავლით SQL ბაზებთან მუშაობას, E-mail ების დაგზავნას პითონით, მონაცემების ვიზუალიზაციას… შევქმნით ,,ახალი ამბების” ვებ-საიტს Flask-ის გამოყენებით, ვისწავლით ცოტაოდენ Django-საც. ასევე, ვნახავთ, როგორ ხდება API-დან ინფორმაციის გამოთხოვნა, საკუთარი API-ს შექმნა Flask-ის გამოყენებით და ა.შ.

კურსის ღირებულება

ექსპერტი

170 /თვეში

✓ ინტერაქციული LIVE ლექციები
✓ სრული წვდომა კურსის ყველა მასალაზე
✓ გასაუბრებებისთვის მომზადება
✓ დავალებების მიმოხილვა და შესწორება
✓ ქვიზები
✓ ჰარვარდისა და ScaleUp-ის სერტიფიკატი


სტანდარტი

130 /თვეში

✓ ლექციების ვიდეო-ჩანაწერები
წვდომა დავალებებზე (გარჩევის გარეშე)
ჰარვარდისა და ScaleUp-ის სერტიფიკატი
ინტერაქციული LIVE ლექციები
გასაუბრებებისთვის მომზადება
დავალებების მიმოხილვა და შესწორება
ქვიზები


Python-ის სწავლა 0-დან დავიწყე, რაც დიდი გამოწვევა და სტრესი იყო, რადგან პროგრამირების არავითარი გამოცდილება არ მქონია, ScaleUp-ისა და Harvard-ის კურსების კომბინაციამ დამანახა, რომ შეიძლება მცირე დროში დიდი შედეგების მიღწევა! ეს ლექტორის, გიგის, პროფესიონალიზმისა და საქმისა და მოსწავლეების მიმართ სიყვარულის დამსახურებაა. მისი მუდმივი მზაობა, შექმნას მეგობრული სასწავლო პროგრამა ყოველი მოსწავლისთვის, სწავლებას მნიშვნელოვნად ეფექტურს ხდის
თამთა მახარაძე
Python
ძალიან კმაყოფილი ვარ Python-ის კურსით და იმ შესაძლებლობებით რაც ScaleUp-ისგან მივიღე. ლექციები საინტერესო და კარგად სტრუქტურირებულია, რისთვისაც დიდი მადლობა გიგი ჩაკაბერიას, ჩვენს მენტორს, რომელმაც რთული კონცეფციები მარტივად აღსაქმელი გახადა და თითოეული გაკვეთილი სახალისო შემეცნებით პროცესად აქცია. ეს უფრო მეტად შთამაგონებს ჩავუღრმავდე ამ სფეროს. მადლობა ScaleUp-ს, გირჩევთ ყველას.
გიგა მირუაშვილი
Python
წარსულში მცირე შეხება მქონია სხვადასხვა პროგრამულ ენებთან, თუმცა Python-ი საუკეთესო არჩევანია მათთვის ვისაც სურს მოკლე დროში გასაგებად აითვისოს პროგრამირება. მინდა მადლიერება გამოვხატო  ScaleUp აკადემიის და ჩემი ლექტორის, გიგი ჩაკაბერიას მიმართ, იმ ცოდნის გაზიარებისა და მოტივაციისთვის, რასაც მთელი კურსის განმავლობაში ვიღებ. გიგის მიდგომა გვიმარტივებს კომპლექსური საკითხების აღქმას, რეალური მაგალითებითა და პრაქტიკული დავალებებით.
გიორგი საყევარაშვილი
Python
აღნიშნული კურსი ერთ ერთი საუკეთესო კურსია რაც კი გამივლია, ეს მისი მენტორის, გიგის დამსახურებაა. ვსწავლობთ მარტივი და გასაგები ენით, ძალიან დიდი და ღრმა ცოდნა შევიძინე აღნიშნული კურსის ფარგლებში. ლექტორი თავისი საქმის პროფესიონალია, მომწონს მისი მიდგომები და უკუკავშირი, ნებისმიერ დროს მზადაა რომ კითხვებზე ამომწურავად გვიპასუხოს.
ბექნუ ფარჯიანი
Python
ჩემი სურვილი იყო შემესწავლა Python. ძალიან გამიმართლა, რომ ამ კურსზე მოვხვდი, საოცარ მენტორთან, რომელსაც საინტერესოდ და ამომწურავად მიჰყავს გაკვეთილის პროცესი და გაურკვევლობის შემთხვევაში ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ეს გაკვეთილზე იქნება თუ მის მიღმა
ლევან სიდამონიძე, 14 წლის
Python