ფორმატი
ლექციები წარიმართება ონლაინ
ორშაბათს და ოთხშაბათს 20:00-ზე.
შემდეგი ნაკადის დასაწყისი – 9 თებერვალი
ხანგრძლივობა
2 თვე – 16 გაკვეთილი – კვირაში 2-ჯერ
თითო ლექციის ხანგრძლივობა – 2 საათი
შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ გექნებათ მყარი ცოდნა SQL-სა და მონაცემთა ბაზებში. შეძლებთ მუშაობას SQL ანალიტიკოსად
მერი ჯულაყიძე
მერი ჯულაყიძე არის მონაცემთა მეცნიერი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბანკში – ING. მას აქვს გამოცდილება მონაცემთა მეცნიერებისა და მოდელების ვალიდაციის მიმართულებით ფინანსურ სფეროში. ამას გარდა, მერი სხვადასხვა დროს ლექტორის ასისტენტის როლს ითავსებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
P.S. კურსის დაწყებამდე თუ რაიმე გაინტერესებთ, ჩანიშნეთ შეხვედრა ჩემთან. სიამოვნებით გაგესაუბრებით თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.
ინფორმაცია კურსის შესახებ
კურსი შექმნილია დამწყებთათვის, შესაბამისად SQL-ის ან მონაცემთა ბაზების ირგვლივ არანაირი ცონდა არ არის საჭირო. კურსის განმავლობაში გაეცნობით ძირითად კონცეფციებს ფუნდამენტურიდან შედარებით რთულისკენ. თუ ამ სფეროში ახალი ხართ, ეს კურსი დაგეხმარებათ მყარი ფუნდამენტის შექმნაში.
კურსი ჩატარდება ონლაინ სესიებისა და ინტერაქციული სავარჯიშოების ფორმატში. ლექციისას ინსტრუქტორი ახსნის კონცეფციებს მაგალითების საფუძველზე. ყოველი ლექციის შემდეგ წვდომა გექნებათ დავალებებზე, რომლებიც დაგეხმარებათ მასალის უკეთ ათვისებაში. ასევე ფინალური პროექტის ფარგლებში შეძლებთ პრაქტიკულად გამოიყენოთ შეძენილი ცოდნა. ლექციები ჩაიწერება და ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს.
კურსის დასრულების შემდეგ გექნება მყარი ცოდნა SQL-ისა და მონაცემთა ბაზების მართვის მიმართულებით. ეს უნარები მოთხოვნადია სხვადასხვა ინდუსტრიაში. ახალი ცოდნის გამოყენებით შეძლებ მოირგო შემდეგი როლები: მონაცემთა ანალიტიკოსი, მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი, Software დეველოპერი, Business Intelligence (BI) ანალიტიკოსი, SQL დეველოპერი. ბევრი საწყისი პოზიცია მონაცემებთან დაკავშირებულ სფეროებში (მონაცემთა ანალიტიკოსი, მონაცემთა ბაზების დეველოპერი) მოითხოვს SQL-ის ცოდნას. ამას გარდა, არსებობს უამრავი freelance და დისტანციური შესაძლებლობა SQL-ზე დაფუძნებულ როლების მიმართულებით.
კურსის სრული ღირებულება
ნაწილობრივი წვდომა
✓ ლექციების ვიდეო-ჩანაწერები
✓ დავალებების მიმოხილვა და შესწორება
✓ ქვიზები
✓ შეხვედრები პრობლემური საკითხების გასარჩევად
✓ ფინალური პროექტი & სერტიფიკატი
სრული წვდომა
✓ სრული წვდომა კურსის ყველა მასალაზე
✓ ინტერაქტიული Live ლექციები
✓ ვაკანსიების რეკომენდაციები & მენტორინგი
✓ გასაუბრებებისთვის მომზადება
✓ დავალებების მიმოხილვა და შესწორება
✓ ქვიზები
✓ ფინალური პროექტი & სერტიფიკატი

