ისწავლე. განვითარდი. მართე მომავალი. სქეილაფის მისია

პროგრამირების კურსები, AI და მონაცემთა მეცნიერება ScaleUp აკადემიაში.

სქეილაფი - პროგრამირების აკადემია საქართველოში. დაიწყე პროგრამირების კურსები ვებ დეველოპმენტის, მონაცემთა ანალიტიკისა თუ AI ინჟინერიის მიმართულებით Python-ის სწავლასთან ერთად. ჩვენი IT კურსები მოგამზადებს სასურველი ტექ კარიერისთვის.

ScaleUp აკადემია — ონლაინ პროგრამირების კურსების პლატფორმა

სქეილაფის კურსები

ონლაინ კურსები — საფუძვლებიდან სრულ არქიტექტურამდე

გახდი IT პროფესიონალი. შეარჩიე სასურველი ონლაინ კურსი.

პითონის კურსი დამწყებთათვის: Python, პროგრამირება, AI ინჟინერია
გახდი AI ინჟინერი პითონი და AI აგენტები

პითონის კურსი დამწყებთათვის: Python, პროგრამირება, AI ინჟინერია

ისწავლე python პროგრამირება და AI ინჟინერია ნულიდან. შექმენი AI აგენტები, RAG აპლიკაციები, ვებსაიტები და …

დასაწყისი: 22.09.2026
400.00 ₾ ნახვა
მონაცემთა ანალიტიკა
სრულყოფილი მონაცემთა ანალიტიკოსი მონაცემები და AI

მონაცემთა ანალიტიკა

დიდი მოცულობის მონაცემებს მცირე ფასი ექნება თუ მონაცემთა ანალიტიკოსი არ დაამუშავებს. მონაცემთა დამუშავება, ანალიზი, …

დასაწყისი: 15.09.2026
400.00 ₾ ნახვა
AI და მონაცემთა მეცნიერება
გახდი მონაცემთა მეცნიერი მონაცემები და AI

AI და მონაცემთა მეცნიერება

მონაცემთა 90%-ზე მეტი ბოლო 2 წელში შეიქმნა, არაა გასაკვირი, რომ მონაცემთა მეცნიერება მეორე ყველაზე …

დასაწყისი: 15.09.2026
400.00 ₾ ნახვა
SQL-ის კურსი: მონაცემთა ბაზები
ბაზების ექსპერტი მონაცემები და AI

SQL-ის კურსი: მონაცემთა ბაზები

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს SQL-ის საფუძვლები, განსაკუთრებული აქცენტით პრაქტიკულ უნარებსა და მონაცემთა ბაზების მართვაზე. …

დასაწყისი: 28.08.2026
600.00 ₾ ნახვა
ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში
აუცილებელი ცოდნა AI-ზე მონაცემები და AI

ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში

ხელოვნური ინტელექტის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი ხელოვნური ინტელექტის შესახებ და ისწავლოს …

დასაწყისი: 11.08.2026
400.00 ₾ ნახვა
Power BI-ს კურსი
0-დან პროფესიონალამდე მონაცემები და AI

Power BI-ს კურსი

ნულიდან ისწავლე მსოფლიოში ყველაზე გამოყენებადი მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის ხელსაწყო – Microsoft Power BI. …

დასაწყისი: 30.09.2026
600.00 ₾ ნახვა
ჯავა: Back-end დეველოპმენტის კურსი
0-დან პროფესიონალამდე სხვა

ჯავა: Back-end დეველოპმენტის კურსი

ჯავათი back-end დეველოპმენტის ეს კურსი განკუთვნილია როგორც სრულად დამწყებებისთვის, ასევე მცირე გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის. …

დასაწყისი: 25.11.2026
350.00 ₾ ნახვა
ექსელის კურსი
0-დან პროფესიონალამდე მონაცემები და AI

ექსელის კურსი

ექსელის კურსი განკუთვნილა როგორც დამწყებთთავის, ასევე პროფესიონალებისთვის. მიუხედავთ იმისა, გაქვთ თუ არა გამოცილება Excel-ში …

დასაწყისი: 09.09.2026
250.00 ₾ ნახვა
ინგლისურის კურსი
0-დან პროფესიონალამდე სხვა

ინგლისურის კურსი

განავითარე შენი ინგლისურის უნარები (B2 დონეზე) თანამედროვე ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) სტანდარტების შესაბამისად. …

დასაწყისი: 20.08.2026
250.00 ₾ ნახვა

ჩვენ შესახებ

ScaleUp აკადემია — IT კურსები და პროგრამირების სწავლა ნულიდან

ჩვენ ვქმნით სასწავლო გარემოს მათთვის, ვისაც სერიოზულად სურს დაეუფლოს ტექნოლოგიურ პროფესიას და ააშენოს კარიერა IT ინდუსტრიაში.

ჩვენ გვჯერა, რომ კარგ დეველოპერებად არ იბადებიან და პროგრამირების სწავლა ნებისმიერს შეუძლია. ამისთვის საჭიროა ნათელი გზა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლის, შენ მოგერგება და რეალურად გამოსადეგ ცოდნას მოგცემს.

ScaleUp (სქეილაფი) არის ონლაინ IT აკადემია, სადაც გაერთიანებულია სიღრმისეული IT კურსები და AI-ს შესწავლა, პრაქტიკული პროექტები და მენტორის მხარდაჭერა. ჩვენი პროგრამები მოიცავს Python-ს, მონაცემთა მეცნიერებასა და ანალიტიკას, ასევე back-end და front-end ვებ დეველოპმენტს — საფუძვლებიდან პროფესიონალამდე.

ScaleUp-ის მისია მარტივია: დაგეხმაროთ ისე ისწავლოთ, რომ არა მხოლოდ კოდის წერა იცოდეთ, არამედ გაიგოთ, რატომ მუშაობს ის ასე. გვინდა, კურსის დასრულების შემდეგ გქონდეთ მდიდარი პორტფოლიო, რომლითაც გამოირჩევით დამსაქმებლის თვალში.

სტრუქტურირებული სწავლება

ყოველი კურსი აგებულია ლოგიკური თანმიმდევრობით — საფუძვლებიდან კომპლექსურ თემებამდე

პრაქტიკა და პროექტები

ერთად ვქმნით რეალურ აპლიკაციებს ისე, როგორც ამას პროფესიონალურ გარემოში აკეთებენ.

მენტორობა და საზოგადოება

შენ არ ხარ მარტო — გყავს ინსტრუქტორი (რომელიც უკუკავშირს გაძლევს დავალებებზე) და საზოგადოება, რომელსაც შენსავით სურს განვითარება

რით განსხვავდება ეს კურსები

ბოლოსდაბოლოს, ნათელი გზა წარმატებისკენ

სტრუქტურირებული სწავლება

დაასრულე უსასრულო ტუტორიალების ყურება

YouTube-ის შემთხვევითი ვიდეოები სამსახურს ვერ გაშოვნინებს. სქეილაფის თითოეული ონლაინ კურსი არის ლოგიკურად სტრუქტურირებული — ყოველი გაკვეთილი ეფუძნება წინა მასალას.

სტრუქტურირებული პროგრამირების კურსი ScaleUp აკადემიაში

რატომ და არა მხოლოდ რა

რეალურად გაიგებ, თუ როგორ მუშაობს

ნებისმიერი კურსი განახებს, რა უნდა დაწეროთ. სქეილაფში კი გაჩვენებთ, თუ რატომ მუშაობს ის, რათა როდესაც შეხვდები უცხო პრობლემას, შენ შეძლო მისი დამოუკიდებლად გადაჭრა.

Python-ისა და ვებ დეველოპმენტის სიღრმისეული სწავლა ნულიდან

რეალური პროექტები და არა სათამაშო აპლიკაციები

შექმენი ის, რითაც იამაყებ

ჩვენ ერთად ვქმნით რეალურ აპლიკაციებს ისე, როგორც ამას პროფესიონალები აკეთებენ. კურსის ბოლოს გექნება პორტფოლიო, რითაც ნამდვილად იამაყებ.

რეალური პროექტები პორტფოლიოსა და IT კარიერისთვის

ხშირად დასმული კითხვები

კითხვები სქეილაფის კურსებისა და სწავლების შესახებ

პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე პროგრამირების კურსების, ონლაინ სწავლისა და დასაქმების შესახებ.

რა კურსებს გთავაზობთ ScaleUp აკადემია?
ScaleUp ონლაინ აკადემია გთავაზობთ პროგრამირების კურსებს რამდენიმე მიმართულებით: ვებ დეველოპმენტი (back-end და front-end), მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა მეცნიერება და AI ინჟინერია. თითოეული კურსი აგებულია საფუძვლებიდან სრულ არქიტექტურამდე, პრაქტიკული პროექტებითა და მენტორის მხარდაჭერით.
ვისთვის არის განკუთვნილი ScaleUp-ის IT კურსები?
ჩვენი IT კურსები შექმნილია როგორც ნულიდან დამწყებთათვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა პროგრამირების, მონაცემთა ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით. თითოეული გაკვეთილი ეფუძნება წინა მასალას და ნაბიჯ-ნაბიჯ მიგიყვანთ საფუძვლებიდან რთულ თემებამდე, ამიტომ წინასწარი ტექნიკური გამოცდილება სავალდებულო არ არის.
ონლაინ არის თუ არა კურსები და როგორ მიმდინარეობს სწავლა?
დიახ, სქეილაფი არის ონლაინ აკადემია. სწავლა მიმდინარეობს LIVE ვიდეო-ლექციებით, პრაქტიკული დავალებებით და რეალური პროექტებით. თუმცა ყველა ვიდეო-გაკვეთილი იწერება და მათზე წვდომა მუდმივად გრჩებათ. ინსტრუქტორი გაძლევს უკუკავშირს დავალებებზე, ხოლო საზოგადოება გეხმარება მოტივაციისა და განვითარების შენარჩუნებაში.
მივიღებ თუ არა სერტიფიკატს ან პორტფოლიოს კურსის დასრულების შემდეგ?
ScaleUp-ზე აქცენტი პრაქტიკულ შედეგზეა: კურსის განმავლობაში ქმნი რეალურ აპლიკაციებს და კურსის ბოლოს გრჩება პორტფოლიო, რომლითაც დამსაქმებლის თვალში გამოირჩევი. სწორედ ეს პროექტები გეხმარება IT კარიერის დაწყებაში.
რა ღირს კურსები და არსებობს თუ არა გადახდის მოქნილი პირობები?
თითოეული კურსის ფასი მითითებულია მის გვერდზე. ScaleUp აკადემია გთავაზობთ გადახდის მოქნილ პირობებს, მათ შორის ნაწილ-ნაწილ გადახდასა თუ განვადებას, რათა კურსები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. დეტალებისთვის იხილეთ სასურველი კურსის გვერდი ან დაგვიკავშირდით.
რატომ არის ScaleUp უკეთესი ალტერნატივა პროგრამირების შესასწავლად?

უფასო კურსებით დამოუკიდებლად სწავლა თავდაპირველად მარტივი ჩანს, თუმცა ხშირად ქაოსითა და მოტივაციის დაკარგვით სრულდება. მარტო სწავლისას არ გაქვს ვალდებულების განცდა (accountability); არავინაა, ვინც პროგრესს გაგიკონტროლებს ან გაჭედვისას სწორ მიმართულებას მოგცემს. ამიტომაც არსებობს ჯუნიორ დეველოპერის უფრო გამოცდილ დეველოპერთან ,,მიმაგრების" პრაქტიკა. ადამიანები ხომ ბევრად ადვილად და მოკლე გზებით ვსწავლობთ, როცა გამოცდილებას გვიზიარებენ, ჩვენს შეცდომებს გვისწორებენ და განვითარების მოტივაციას გვაძლევენ.

გარდა ამისა, სტანდარტული ვიდეო კურსები მხოლოდ იმას განახებენ, თუ რა უნდა დაწერო. ScaleUp კი გასწავლის მთავარს — რატომ მუშაობს კონკრეტული კოდი, რატომ ვწერთ ასე, და არა სხვანაირად.

რას გთავაზობს ScaleUp-ის სასწავლო პროცესი:

  • ინსტრუქტორის უკუკავშირი და ვალდებულება: პროფესიონალთან მუდმივი კონტაქტი გიქმნის პასუხისმგებლობის ჯანსაღ განცდას, რათა კურსი ბოლომდე მიიყვანო და დაშვებულ შეცდომებზე დეტალური ახსნა მიიღო.
  • დაგეგმილი სტრუქტურა: გამოცდილი ლექტორის ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გიცავს ინფორმაციული გადატვირთვისგან და უზრუნველყოფს თანმიმდევრულ, ლოგიკურ განვითარებას.
  • პრაქტიკული პროექტები: სქეილაფი გაძლევთ რეალურ ამოცანებზე მუშაობის გამოცდილებას, რაც დაგეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში.

ScaleUp არ არის უბრალოდ კოდის დაზეპირება. ის გაძლევს რეალურად გამოსადეგ ცოდნას, რომლის დახმარებითაც მომავალში ნებისმიერი უცხო პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას შეძლებ.

კონტაქტი

დაგვიკავშირდი

გაქვს კითხვა კურსების, რეგისტრაციის თუ პირადი კონსულტაციის შესახებ? მოგვწერე — პასუხს მალე მიიღებ.

ელ. ფოსტა

გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე კურსების შინაარსის, გადახდის პირობებისა თუ სასწავლო პროცესის შესახებ.

scaleup@scaleup.ge მოგვწერე