ფორმატი
დასაწყისი – 10 მარტი
ლექციები წარიმართება ონლაინ სამშაბათსა და ხუთშაბათს 20:00 საათზე
ხანგრძლივობა
3 თვე. 24 გაკვეთილი. კვირაში 2-ჯერ. თითო ლექციის ხანგრძლივობა – 2 საათი
შედეგები
კურსის ბოლოს შეძლებთ საშუალო სირთულის პროექტების დამოუკიდებლად შესრულებას
გიგი ჩაკაბერია
მე ვარ გიგი. პითონის ენთუზიასტი და მენტორი. 5 წელზე მეტია საგანმანათლებლო საქმიანობით ვარ დაკავებული და ძალიან მომწონს ეს საქმე.
ამ კურსით მსურს, პითონის სწავლა სასიამოვნო პროცესად ვაქციო მრავალი ადამიანისთვის.
ვფიქრობ, პროგრამირება ძალიან სახალისო აქტივობაა, მაგრამ სწავლის გზაზე ბევრი ბუნდოვანებაც გვიგროვდება. ჩემი — როგორც მენტორის — როლი სწორედ ამ გაუგებარი საკითხების მარტივ ენაზე ახსნა იქნება.
P.S. კურსის დაწყებამდე თუ რაიმე გაინტერესებთ, ჩანიშნეთ 15 წუთიანი (ან მეტი — როგორც დაგვჭირდება) შეხვედრა ჩემთან. სიამოვნებით გაგესაუბრებით თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

ხშირად დასმული კითხვები და ინფორმაცია კურსის შესახებ
ყველაფერი იწყება 0-დან! თავდაპირველად, შენ ამ კურსზე ისწავლი პითონის საბაზისო ელემენტებს, პროგრამირების ,,აი-იას”. ხოლო საფუძვლების დაუფლების შემდეგ გადავალთ პროექტების კეთებაზე. კურსის განმავლობაში ჩემთან ერთად შექმნი 20-ზე მეტ პროექტს, რითაც დამსაქმებელს აჩვენებ, რომ თავდაჯერებულად შეგიძლია პითონით მუშაობა. ბოლოს კი აიღებ ჰარვარდის ოფიციალურ სერტიფიკატს და ასევე ჩვენი სასწავლო ცენტრის, ,,სქეილაფის” სერტიფიკატსაც.
არა. ვარჯიშით ყველაფერი ,,დამუღამებადია”. მითია, რომ პროგრამირებას კანტის ასკეტიზმი, აინშტაინის კრეატიულობა და ნიუტონის გენიოსობა სჭირდება. Anders Ericsson-ი თავის წიგნში, ,,Peak” დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ სწორი ვარჯიშით ნებისმიერი მიმართულებით გექნებათ დამაკმაყოფილებელი პროგრესი, იქნება ეს 40 ნიშნა რიცხვის დამახსოვრება ერთი ცდით, თუ საიტების back-end ის შექმნა პითონით. ამ თემაზე ლექციებზეც ბევრჯერ ვისაუბრებთ, რათა თქვენი მოტივაცია არ დაეცეს.
არა. წინასწარ არაფრის ცოდნა არ არის საჭირო. ყველაფერს კურსზე ვისწავლით. ეს კურსი არის მათთვის, ვისაც ერთი ხაზი კოდიც კი არასდროს დაუწერია.
შევქმნით ამინდის პროგნოზის ვებ-საიტს, ჭკვიან კოდ ასისტენტს, ვალუტის მაკონვერტირებელ სერვისს, ჩატბოტებს, QR code-ის გენერატორს, ,,ჯეირანის” თამაშს, ლეგენდარულ თამაშ – Snake-ს, პაროლის მაგენერირებელს… ვისწავლით SQL ბაზებთან მუშაობას, E-mail ების დაგზავნას პითონით, მონაცემების ვიზუალიზაციას… შევქმნით ,,ახალი ამბების” ვებ-საიტს Flask-ის გამოყენებით. ასევე, ვნახავთ, როგორ ხდება API-დან ინფორმაციის გამოთხოვნა, საკუთარი API-ს შექმნა Flask-ის გამოყენებით. ვისწავლით “პრომპტ ინჟინერიას”, შევქმნით AI აგენტებს და სხვა.
თუ ეს ყველაფერი დამაინტრიგებლად გამოიყურება, პითონის ეს კურსი შენთვისაა.
კურსის ღირებულება
სრული წვდომა
✓ ინტერაქციული LIVE ლექციები
✓ სრული წვდომა კურსის ყველა მასალაზე
✓ გასაუბრებებისთვის მომზადება და მენტორინგი
✓ დავალებების მიმოხილვა და შესწორება
✓ ჰარვარდისა და ScaleUp-ის სერტიფიკატი
ჩანაწერები
✓ ლექციების ვიდეო-ჩანაწერები
✓ წვდომა დავალებებზე (გარჩევის გარეშე)
✓ ჰარვარდისა და ScaleUp-ის სერტიფიკატი
✓ გასაუბრებებისთვის მომზადება
✓ დავალებების მიმოხილვა და შესწორება





