როგორ დავიწყოთ პროგრამირების სწავლა: 6 რჩევა
საიდან/როგორ დავიწყოთ პროგრამირების სწავლა 2026 წელს? რჩევები პირადი გამოცდილებიდან.
როცა ადამიანები პროგრამირების სწავლას იწყებენ, ძალიან იბნევიან — იმდენი რამ არის სასწავლი, რომ არ იცი, საიდან დაიწყო. თანაც, სწრაფად ათვისება ძალიან ცოტა ადამიანს გამოსდის მარტივად და არც მე ვარ ერთ-ერთი მათგანი. სხვადასხვა დროს მეც ბევრი გზა ვცადე; და ეს რეკომენდაციები, რომლებსაც ახლა გაგიზიარებთ, ყველაზე მეტად დამეხმარა. ამას მაშინათვე ნამდვილად არ მივმხვდარვარ და საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმის გასაგებად, თუ რა მუშაობს ჩემთვის. ვფიქრობ, ამ ბლოგში თავი მოვუყარე იმ ზოგად რჩევებს, რომლებიც ბევრ ადამიანს დაეხმარება.
როგორ დავიწყოთ პროგრამირების სწავლა
1. კონცენტრირდით ფუნდამენტურ საკითხებზე
პირველი, რასაც გირჩევდით, არის ფუნდამენტურ საკითხებზე ფოკუსირება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ პროგრამირების სწავლისას. ხშირად ვხედავ, როგორ ჩქარობენ ადამიანები საბაზისო ცოდნის მიღებას, რათა მალე დაიწყონ კონკრეტული ფრეიმვორქის სწავლა ან პროექტების შექმნა, რაც გასაგებია: ეს ყველაზე სახალისო ნაწილია. მაგრამ როცა ვხედავ, რომ ადამიანები ასე სწრაფად მიიწევენ წინ, ასევე ვხედავ, როგორ უჭირთ და წვალობენ ისინი მოგვიანებით. ეს მეც გამომიცდია.
ბევრისგან გაიგებთ ფრაზას: "კონცენტრირდით ფუნდამენტებზე", მაგრამ არ გიხსნიან, თუ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. რაზეც მე ვსაუბრობ, არის:
- პროგრამირების ზოგადი კონცეფციები
- როგორ მუშაობს პროგრამირების ენები
- იმ კონკრეტული ენის საფუძვლები, რომელსაც აირჩევთ
ძალიან კარგი იდეაა უბრალოდ გადახედოთ სხვადასხვა ენებს, გაიგოთ, სად არიან ისინი სტეკში, გაიგოთ განსხვავება მაღალი და დაბალი დონის ენებს შორის, კომპილირებად და ინტერპრეტირებად ენებს შორის. ეს უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, თუ რა არის ხელმისაწვდომი და რომელი აირჩიოთ: პითონი (შედარებით მარტივად შესასწავლი ენა), თუ გსურთ უფრო დაბალი დონის ენა, მაგალითად, ჯავა?
რაც შეეხება ენის ფუნდამენტებს, აუცილებლად უნდა ისწავლოთ:
- მონაცემთა ტიპები
- მონაცემთა სტრუქტურები
- იტერაცია
- ალგორითმები
ძალიან კარგად გაიღრმავეთ უნარები იმ ენაში, რომელსაც აირჩევთ. ივარჯიშეთ ბევრი და მუდმივად გადაიმეორეთ ნასწავლი მასალა. ეს დაგეხმარებათ გახდეთ პრობლემების უკეთესი მომგვარებელი და ხელს შეგიწყობთ მთელი კარიერის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, თუ რა ენას ან ფრეიმვორქს გამოიყენებთ.
2. შეისწავლეთ დოკუმენტაცია
შემდეგი რჩევა: შეისწავლეთ დოკუმენტაცია. დოკუმენტაცია დეველოპერის საუკეთესო მეგობარი შეიძლება იყოს და ეს პირველ რჩევაშიც გეხმარებათ. თუ, მაგალითად, მოსაცდელ ოთახში ხართ ან სადმე, სადაც ცოტა დრო გაქვთ და ტელეფონი ხელთ გაქვთ, გახსენით MDN, W3Schools ან ნებისმიერი რამ, რასაც სწავლობთ და გადაიკითხეთ დოკუმენტაციის იმდენი ნაწილი, რამდენიც შეგიძლიათ.
ტუტორიალები და კურსები შესანიშნავია, მაგრამ ეს მაინც მესამე მხარის რესურსებია, მაშინ როცა დოკუმენტაციას ყოველთვის აქვს ყველაზე განახლებული კონტენტი. იქ არ არის ზედმეტი ელემენტები, არავინ ცდილობს კურსების მოყიდვას, არ არიან ზედმეტად აღგზნებული YouTube პერსონაჟები. ის არის პირდაპირი ინფორმაცია. სწორედ ამისგან შედგება ჩემი სწავლის პროცესი: დოკუმენტაცია, პროექტებზე დაფუძნებული ვიდეო კურსები და სხვების დაწერილი კოდიდან სწავლა.
3. ისწავლეთ სხვებისგან
დიახ, ისწავლეთ სხვებისგან! ეს მოიცავს მათგან პირადად სწავლასაც, თუ ეს შესაძლებელია. თუ გყავთ თანამშრომლები ან სხვა სტუდენტები თქვენს ირგვლივ, ეცადეთ ისწავლოთ მათგან მაქსიმალურად ბევრი ისე, რომ თავი არ მოაბეზროთ.
ასევე გირჩევდით სხვების კოდიდან სწავლას. უბრალოდ შედით GitHub-ზე, იპოვეთ პროექტები, რომლებიც ჰგავს იმას, რისი გაკეთებაც გსურთ და გაიარეთ ისინი ხაზ-ხაზ. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გაიგებთ, მაგრამ შეგიძლიათ შეეცადოთ გაარკვიოთ, რას ნიშნავს კოდის თითოეული ნაწილი — დაგუგლოთ, ჰკითხოთ ჩატჯიპიტის და ა.შ.
გარდა ამისა, ყოველთვის ეცადეთ, გასცდეთ ტუტორიალებ!. ცხადია, ვფიქრობ, რომ ტუტორიალები და კურსები ძალიან სასარგებლოა და თუ გაინტერესებთ სტრუქტურირებული და პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომა, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს AI და Python-ის კურსს, რომელიც ზუსტად ამ ფუნდამენტურ პრინციპებზეა აგებული. თუმცა, პირველი ვიქნები, ვინც გეტყვით, რომ ტუტორიალები მხოლოდ ბრძოლის ნახევარია.
ყოველთვის, როცა პროექტზე დაფუძნებულ ტუტორიალს უყურებთ, სცადეთ და დაამატეთ დამატებითი ფუნქციები. მაგალითად, თუ აშენებთ To-Do აპლიკაციას (რომელიც შესანიშნავია CRUD ოპერაციების სასწავლად):
- შეცვალეთ მისი ვიზუალი CSS-ით
- შექმენით API
- დაამატეთ ახალი ფუნქციონალი
რამდენიმე ტუტორიალიდან მიღებული ცოდნის გაერთიანება დაგეხმარებათ, გამოხვიდეთ ე.წ. "Tutorial Hell"-იდან (ტუტორიალების ჯოჯოხეთიდან).
4. მთლიანად ჩაეფლეთ სწავლის პროცესში
ვიცი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ Youtube short-ების, Instagram-ის პოსტების და TikTok ვიდეოების ეპოქაში, სადაც ადამიანებს უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია. მოკლე კონტენტიდან პატარ-პატარა ხრიკების სწავლა შეიძლება, მაგრამ ის, რაც მე ყოველთვის მეხმარებოდა, არის სწავლის აღქმა, როგორც ერთგვარი მედიტაციის სესიის.
გამოყავით რამდენიმე საათი, შექმენით კომფორტული გარემო, ჩართეთ მუსიკა, მოიმზადეთ ჩაი ან ყავა და უბრალოდ მთლიანად ჩაეფლეთ იმაში, რასაც აკეთებთ. ნუ, სანამ რაღაც ისეთს არ წააწყდებით, რაც მონიტორის დამტვრევის სურვილს გიჩენთ. ასეც ხდება ხოლმე! მაგრამ ის გრძნობა, როცა საბოლოოდ იგებ რთულ საკითხს, ან აგვარებ პრობლემას, ნამდვილად ღირს ამად!.
5. არასოდეს იფიქროთ, რომ ყველაფერი იცით
ბოლო რჩევა არის ის, რომ არასოდეს იყოთ ადამიანი, რომელმაც "ყველაფერი იცის". თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი იცით, მაშინ არ იქნებით ღია ახალი ცოდნის მისაღებად.
პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი, ვინც ყველაფერი იცის თუნდაც ერთ პროგრამირების ენაზე. ყოველთვის შეგიძლიათ ისწავლოთ მეტი. არ მაინტერესებს, 50 წელია წერთ თუ არა კოდს, ტექნოლოგიებში რაღაცები მუდმივად იცვლება და ჩვენ ყოველთვის უნდა ვიზრდებოდეთ, როგორც დეველოპერები.
უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ ყოველ ნაბიჯზე. თუ თქვენმა თანამშრომელმა ან კურსელმა რაღაც არ იცის, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ დაეხმაროთ და არასდროს აგრძნობინოთ თავი ცუდად ამის გამო. ყოველთვის უნდა ეცადოთ, იყოთ როგორც მოსწავლე, ასევე მასწავლებელი.
სულ ეს იყო მეგობრებო. დიდი მადლობა ყურებისთვის, იმედია, ზოგიერთი ეს რჩევა დაგეხმარებათ!
ავტორის შესახებ
გიგი ჩაკაბერია
back-end დეველოპერი და მენტორი